საკანონმდებლო ცვლილები და შეცვლილი მაჟორიტარული ოლქები 2020 წლის არჩევნებისთვის [Video]

05.10.2020 40 | ავტორი: Natali Barbakadze

ჟურნალისტთა ასოციაცია “მეცენატი” ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ინფორმირებული ამომრჩეველი უსაფრთხო და დემოკრატიული არჩევნებისთვის”.

პროექტი ხორციელდება #9 მაჟორიტარულ ოლქში (გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო).

სტუმრად მოვიწვიეთ გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაია ჩუთლაშვილი, რომელიც საუბრობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის განხორციელებულ ცვლილებებზე, მაჟორიტარულ საზღვრებზე, აგიტაციის წესზე, ასევე საინტერესო ინფორმაციას აწვდის ამომრჩეველთა ერთიან სიაში გამორჩენილ ადამიანებს.

ცვლილება განხორციელდა შშმ პირებისთვის. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს უფლება აქვთ, #9 მაჟორიტარულ ოლქში შემავალ ნებისმიერ ადაპტირებულ უბანზე მისცენ ხმა. ამისათვის მათ საუბნო ან საოლქო კომისიას უნდა მიმართონ.